"იშ ბანკი" რუბლს არ იღებს
იშ ბანკი (İşbank) რუბლს არ იღებს და შესაბამისად არც აკონვერტებს. ბანკის ინფორმაციით, ასევე რუბლში გადარიცხვები, რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედ არცერთ ბანკთან პარტნიორობით არ არის შესაძლებელია. როგორც იცით სწრაფი ფულადი გზავნილებით გადარიცხვები წარმოებს, თუმცა იშ ბანკს ეს პროდუქტი არ აქვს.
საქართველოს ბაზარზე მოქმედ თურქული ბანკის შვილობილ ბანკში რუსეთის მოქალაქეებს, სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ანალოგიურად ანგარიშის გახსნა, 6 თვის საბანკო ამონაწერით და დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების წარდგენით შეუძლია. ინდმეწერმეს კი დარეგისტრირების შემდეგ, შესაბამი დოკუმენტაციით.
”გაცნობებთ, რომ ჩვენს ბანკსა და ბანკთან დაკავშირებულ დაწესებულებებს არ აქვთ რაიმე ტიპის კავშირი იმ ფინანსურ ინსტიტუტებთან, რომლებიც ნახსენებია სიახლეებში გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებულ 5 რუსულ ბანკთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ მათგანს აქვს მსგავსი საბანკო სახელწოდება“, - ბანკი გულისხმობს რუსეთის ინდუსტრიალნი სბერეგატელნი ბანკს.
თურქული ბანკი 120 მლნ ლარის კაპიტალით (სააქციო კაპიტალი + გაუნაწილებელი მოგება), საქართველოს ბაზარზე 374 მლნ ლარის აქტივებით არის წარმოდგენილი.
01.02.2022 ₾/% |
|
სასესხო პორტფელი |
247,289,000 |
დეპოზიტები |
108,337,000 |
წმინდა მოგება |
1,116,000 |
სააქციო კაპიტალი |
95,719,000 |
ROA |
3.57% |
ROE |
14.08% |