ფინანსები
02/05/2023

ირაკლი ნადარეიშვილი - საქართველოს მთავრობისთვის დაზღვევის განვითარება გამორჩეული პრიორიტეტია

„კერძო დაზღვევას საქართველოში 30 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ეს არის საფინანსო სექტორის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება, რომელიც აგენერირებს დაახლოებით 1 მლრდ ლარის სადაზღვევო პრემიას და დასაქმებულია 4,000 - მდე პროფესიონალი. მინდა თითოეულ მათგანს მივულოცო დაზღვევის დღე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს დაზღვევის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, „საქართველოს მთავრობისთვის დაზღვევის განვითარება გამორჩეული პრიორიტეტია. გასული წელი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სადაზღვევო სფეროს ე.წ. „ესტონური მოდელით“ დაბეგვრის შესახებ.“

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელთა შემუშავებაშიც აქტიურად არის ჩართული კერძო სადაზღვევო სექტორიც. ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი კერძო საპენსიო შენატანების შესახებ. მისი თქმით, საუბარია ე.წ. მესამე პილარზე, რომელიც მთლიანად არის აწყობილი სადაზღვევო პრინციპებზე და წამყვანი მოთამაშეები იქნებიან სადაზღვევო კომპანიები. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრო, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური და სადაზღვევო ინდუსტრია აქტიურად მუშაობს ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევაზე, რომელიც მოკლე ვადაში წარედგინება პარლამენტს განსახილველად.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023