ფინანსები
02/05/2023

ირაკლი ლექვინაძე: კონკურენციის სააგენტომ 2014 წლიდან დღემდე, სადაზღვევო სექტორში სულ 6 მოკვლევა განახორციელა

დაზღვევა ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. მართლაც, ხელშესახებია ის პროგრესი, რასაც ინდუსტრიამ ბოლო წლებში მიაღწია. ვფიქრობ, ეს ამ სექტორში ჩართული ყველა ადამიანის დამსახურებაა. მინდა ყველს მოგილოცოთ დაზღვევის დღე და გისურვოთ წარმატებები. კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში, საქმეების განხილვის კუთხით, დაზღვევის სექტორს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს, - ამის შესახებ ირაკლი ლექვინაძემ დაზღვევის დღესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სააგენტომ, 2014 წლიდან დღემდე, სადაზღვევო სექტორში სულ 6 მოკვლევა განახორციელა, აქედან 4 მათგანში დარღვევა დადგინდა.

„თემები ეხებოდა დომინანტური მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების, სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო შემთხვევებს. მოკვლევების ფარგლებში მიღებული იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები/რეკომენდაციები - შაბათ დღეს ოჯახის ექიმის მომსახურებასთან დაკავშირებით, შემსყიდველი ორგანიზაციებთან მიმართებაში საბანკო და სადაზღვევო პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებით. ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში გაცემული იქნა რეკომენდაცია საყოველთაო და კერძო სადაზღვევო „შემავსებელი“ პაკეტების თანაარსებობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

ამავე პერიოდში, დასრულდა ავტოდაზღვევის ბაზრის მონიტორინგი. მიმდინარე რეჟიმშია საბაკო დაწესებულებებში სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგი და ვფიქრობთ, რომ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების პროცესში ჩვენი რეკომენდაციები ხელს შეუწყობს კონკურენციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას. აქტიური თანამშრომლობა გვაქვს დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურთან მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ერთობლივად ვმონაწილეობთ და ვაორგანიზებთ საკონფერენციო პლატფორმებს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სტატუსით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის გუნდს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის,’’ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება გახსნა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა.

„სიტყვით გამოვიდნენ: ირაკლი ნადარეიშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; თამარ მახარაშვილი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; პაატა კვიჟინაძე - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე; დავით სონღულაშვილი - პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე; მიხეილ სარჯველაძე - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; პაპუნა ლეჟავა - საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და სხვები.

ღონისძიებაზე დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის 10 წლის საქმიანობის შედეგები იქნა წარმოდგენილი. ასევე, გაიმართა წიგნის პრეზენტაცია - „Commentary on Georgian Insurance Law” „ქართული სადაზღვევო სამართლის კომენტარი“.

დაზღვევის დღე ჩატარდა სლოგანით - „მეტი დაცვა და ნაკლები რისკი“. ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სადაზღვევო სექტორის და ეკონომიკური სფეროს ექსპერტები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023