იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა №2 სამ კვირაში დაიწყება
იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის მეორე ეტაპი 3 კვირაში დაიწყება, - ბანკები აღნიშნული პერიოდისთვის სასესხო განაცხადების მიღების დაწყებაზე აცხადებენ.
როგორც იცით, „აწარმოე საქართველოში“ თანადაფარვით, თანხა 2021 წლის კორექტირებული ბიუჯეტით დამატებით გაწერილი, ₾55 მლნ-დან მიიმართება. წყვილებს იპოთეკური სესხი I და II შვილზე 6%-ით, III, IV-ზე კი 8%-ით დაუსუბსიდირდებათ. ეკონომიკის სამინისტრო წლის ბოლომდე გაცემულ სესხზე 5 მლნ-იან დაფინანსებას ვარაუდობს.
სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, იპოთეკური სესხების გაცემა სუბსიდიის გარეშეც გაზრდილია, მთლიანი პორტფელი 8.8 მლრდ ლარს აღემატება. გაზრდილია თვის ნაკადები, ივნისში 5 432 იპოთეკური სესხია გაცემული, მაისში იყო 4 944, აპრილში 4 700.
იპოთეკა 2021-ის დაფინანსება, როგორც კამპანიის ავტორები აცხადებენ, შეუზღუდავია, სესხი 300 000 ლარამდე მოცულობით გაიცემა შეზღუდვაა მხოლოდ 200 001-300 000 ლარის ფარგლებში, სავალუტო სესხზეა. ₾200 000-ის ექვივალენტში დოლარსა და ევროში კი არასუბსიდირებულ იპოთეკაზე სტანდარტულად გაიცემა.
შეგახსენებთ, სავალუტო სესხზე ₾100 000-იანი ზღვარი მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრობისას დაწესდა და სამოქალაქო კოდექსში 12/2018-ის მორიგი ცვლილებით ₾200 000-მდე გაზრდილი განაკვეთით, მაჭავარიანის მინისტრობისას ამოქმედდა. გახარიას პრემიერობისდროინდელი სუბსიდირების, დეველოპერების მხარდამჭერი პირველი პროგრამა, 5 წლით 4%-იანი თანადაფარვის პირობით მხოლოდ ახლადაშენებული ბინის შესაძენად იყო განკუთვნილი, 70 მლნ ლარის ჯამური ბიუჯეტით.
2020-ში (ივლისი-დეკემბერი) გაცემულ ლარში დენომინირებულ სესხებზე, ₾200 000 ლარამდე. სულ, 900 მლნ ლარამდე სუბსიდირებული სესხი დამტკიცდა.
პროგრამა 25.06.2020 -ში გამოცხადა და 1.07.2020-დან ამოქმედდა, 24.06 -ში კი სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 8.25% -მდე შეამცირა.
ამჯერად, რეფინანსირების განაკვეთს სებ-ი 9.5% -დან რამდენით შეამცირებს უცნობია, თუმცა 8.25% -მდე გამორიცხულია. როგორც იცით, იპოთეკა ცვლადგანაკვეთიანია და რეფინანსირების განაკვეთს ებმება.