ფინანსები
17/07/2020

იპოთეკური სესხების გაცემა მკვეთრად გაიზარდა

თიბისი კაპიტალის მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში იპოთეკურ სესხებში ზრდამ წ/წ 30%-ს მიაღწია, კურსის ეფექტის გამორიცხვით, ხოლო იანვარ-თებერვალში საშუალოსთან შედარებით ზრდა 28%-ია.
 
თიბისი ბანკში სუბსიდირებული სესხების გაცემა 6 ივლისს დაიწყო და 15 ივლისის მდგომარეობით ამ პერიოდში გაცემული იპოთეკური სესხების 26% სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი იყო.
 
საინვესტიციო კომპანიის ცნობით, სუბსიდირების ეფექტი ჩანს თიბისი ბანკში იპოთეკური სესხების აპლიკაციებში, რომელთა წლიური ზრდა პოზიტიური თვის დასაწყისში გახდა და 14 ივლისის მდგომარეობით +28% შეადგინა, ხოლო წინა დღეებში უფრო მაღალ ნიშნულსაც მიაღწია.
 
ბანკის ცნობით, აპლიკაციების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ დასამტკიცებელია, რაც იპოთეკის სამომავლო ზრდის მანიშნებელია ამავდროულად თბილისში ბინების გაყიდვის რეგისტრაციის ზრდის 7 დღის მაჩვენებელი სტაბილურობას ინარჩუნებს და 9 ივლისით წ/წ -26%-ს შეადგენს.
 
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023