ფინანსები
06/08/2021

იპოთეკური სესხების დოლარიზაცია შემცირებულია

სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, იპოთეკური სესხების გაცემები გაზრდილია, ივნისში 6 232 ახალი სესხი გაიცა, მაისის 5 432  და აპრილის 4 944-ის შემდეგ, თუმცა მოცულობა შემცირებულია ლარ/დოლარის კურსის ეფექტით.

1 ივლისისთვის მთლიანი პორტფელი 8,6 მლრდ ლარს შეადგენს (01.06.2021- 8.8 მლრდ).

დაკრედიტების ნახევარზე მეტი უცხოურ ვალუტაშია გაცემული, სულ, 4.7 მლრდ ლარის ექვივალენტი, ანუ 200 000 ლარზე მეტი მოცულობით. 4.7 მლრდ-დან 3.8 მლრდ, 10 წელზე მეტი ვადით გაცემული იპოთეკაა.

იპოთეკური სესხების დოლარიზაცია 54.4%-მდეა (H1/2021) შემცირებული პანდემიამდელ (H1/2019) 69.8% მაჩვენებელთან შედარებით.