ფინანსები
25/09/2020
იპოთეკური სესხების 38.3% სუბსიდირებულია
თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, 1-20 სექტემბრის პერიოდში გაცემული იპოთეკური სესხების წლიურმა ცვლილებამ +29% შეადგინა.
ამასთანავე, 6ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 38.3% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია, -0.1 პპ წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით.
თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის ზრდის 7 დღის საშუალო მაჩვენებელი დადებითი გახდა და 19 სექტემბრის მდგომარეობით წ/წ +18%-ს შეადგინა.