ფინანსები
21/08/2020
იპოთეკური სესხების 34% სუბსიდირებულია
თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, 18 აგვისტოს კვირაში გაცემული იპოთეკური სესხების წლიურმა ცვლილებამ +16% შეადგინა, რაც გასული წლის სუსტი საბაზისო პერიოდით აიხსნება.
6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 34% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია, +1 პპ წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით.
ამასთანავე,თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის ზრდის 7 დღის საშუალო მაჩვენებელი მცირედით შემცირდა და ამჟამად წ/წ -17%-ს შეადგენს, წინა კვირის -15%-თან შედარებით.