ფინანსები
14/08/2020
იპოთეკური სესხების 33% სუბსიდირებულია
თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, 6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 33% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია.
აგვისტოში გაცემული იპოთეკური სესხების წლიურმა ცვლილება განსაკუთრებით მაღალია, რაც გასული წლის სუსტი საბაზისო პერიოდით აიხსნება.
ამავდროულად,თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის ზრდის 7 დღის საშუალო მაჩვენებელი თითქმის უცვლელია და ამჟამად წ/წ -15%-ს შეადგენს, წინა კვირის -16%-თან შედარებით.