ფინანსები
06/04/2022

"იპოთეკით დაცული ობლიგაციები არის ინსტრუმენტი, რომელიც დიდ საინვესტიციო პოტენციალს ქმნის"

იპოთეკური ქონებით უზრუნველყოფილი ობლიგაციების შესახებ კანონპროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში განიხილეს.

კომიტეტს დეტალები ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ გაგუამ გააცნო. 

„ცნება „იპოთეკით დაცული ობლიგაციები" საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გავრცელებული ინსტრუმენტია. მიგვაჩნია ეს ძალიან მნიშვნელოვანი დანამატი იქნება იმისათვის, რომ ასეთი ტიპის საინვესტიციო ინსტრუმენტები გაჩნდეს ქვეყანაში და მათ შორის გაფართოვდეს ინვესტორთა ბაზა. ასევე გაიზარდოს სხვადასხვა ინსტიტუტების მიერ ფინანსური რესურსების მოზიდვის შესაძლებლობა. კანონპროექტი ეფუძნება კარგ საერთაშორისო პრაქტიკას და გამოცდილებას, ასევე 2019 წლის შესაბამის ევროდირექტივას", - განაცხადა გაგუამ.

მისი განმარტებით, ეს არის ობლიგაცია, რომელსაც უშვებენ კომერციული ბანკები, ხოლო ამ ობლიგაციების უზრუნველყოფას წარმოადგენს კომერციული ბანკის მიერ გაცემული იპოთეკური სესხები.

„ეს ინსტრუმენტი დიდ საინვესტიციო პოტენციალს ქმნის და გაზრდის ქვეყანაში საინვესტიციო ბაზას.

ის არის უფრო იაფ და სანდო დაფინანსებაზე წვდომის შესაძლებლობა, რაც საფინანსო ინსტიტუტებს საშუალებას მისცემს დამატებითი, უფრო გრძელვადიანი ინსტრუმენტი შექმნას, რომელიც იპოთეკური სესხის ამღებისათვის შეამცირებს საპროცენტო განაკვეთების რისკს.

წარმოდგენილი კანონპროექტთა ბაზის მიღების შედეგად შესაძლებელი გახდება ფასიანი ქაღალდების გამოშვება რეზიდენტი კომერციული ბანკის მიერ, ასევე კანონის საფუძველზე ხდება იპოთეკით დაცული ობლიგაციების მფლობელთა გარანტიების შემუშავება", - განმარტა ნიკოლოზ გაგუამ.

სხდომაზე დაისვა კითხვები და გამოითქვა შენიშვნები, რომელთა გათვალისწინებითაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022