ფინანსები
14/08/2020

IPO 12 წლის შემდეგ - რა აფერხებს აქციების გამოშვებას და ბირჟაზე ვაჭრობას

2008 წლის შემდეგ პირველად საქართველოს საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი განთავსება მოხდა.

თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის კომპანია  „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“  B კატეგორიის აქციები  ბირჟაზე უკვე დაილისტა. 

ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველ IPO-ს მნიშვნელოვან მოვლენას უწოდებენ საფონდო ბირჟაზე. ბირჟის მენეჯმენტი ამბობს, რომ კომპანიების მიერ აქციების გამოშვებას და ბირჟაზე ვაჭრობას არსებული რეგულაციები აფერხებს, სწორედ ამიტომ საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო.

არასაბირჟო გარიგებების დიდი წილი და ბირჟის გარეთ ვაჭრობა ხელს უშლის ლიკვიდური ბაზრის ჩამოყალიბებას, - მიიჩნევენ საფონდო ბირჟაზე და გამოსავლად არასაბირჟო გარიგებების შეზღუდვას ასახელებენ. ამასთან, მიიჩნევენ, რომ გარკვეულ მოცულობამდე გარიგებები სავალდებულოდ ბირჟაზე უნდა იდებოდეს, რაც  საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციაც არის.

Businesspartner