ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქართული საფინანსო სექტორია
უცხოური ინვესტორები საქართველოში დღეს ყველაზე მეტად საფინანსო სექტორს ენდობიან.
2021 წელს ამ სექტორში მთლიანი უცხოური ინვესტიციების 38.5% ჩაიდო, რაც თანხობრივად 443.3 მლნ დოლარია. საფინანსო სექტორში ინვესტიციები მზარდია და 6 წლიან ჭრილში მაქსიმალური მაჩვენებელია.
„საქსტატის“ მონაცემებით, საფინანსო სექტორში ჩადებული ინვესტიციებით ლიდერობენ ინვესტორები დიდი ბრიტანეთიდან. ამ ქვეყნიდან ქართულ საფინანსო სექტორში 353.89 მლნ დოლარი დაბანდდა და ეს გასაკვირი არც არის - ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოდან 3 კომპანია, მათ შორის, ქვეყნის 2 უმსხვილესი ბანკი (თიბისი, საქართველოს ბანკი) ივაჭრება.
მეორე ადგილზეა ნიდერლანდები - 24.28 მლნ დოლარით, მესამეზე - 15.5 მლნ თურქეთია.
ინვესტორები TOP-6 ქვეყანიდან არიან: რუსეთიდან (11.7 მლნ), გერმანიიდან (9.3 მლნ), ისრაელიდან (1.5 მლნ).
ინვესტიციები გაიტანეს ინვესტორებმა ირანიდან და აშშ-დან.