ფინანსები
17/06/2021

ინვესტიციებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების სარგებელი - საპარლამენტო კომიტეტი მოკვლევას იწყებს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, ახალ თემატურ მოკვლევას იწყებს.

მოკვლევის თემებია „შიდა და გარე ინვესტიციების მიმართულებით არსებული სიტუაციისა და განვითარების პერსპექტივები" და „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან მიღებული სარგებლის, არსებული სიტუაციის და სამომავლო განვითარების პერსპექტივები".

„კომიტეტმა თემატური მოკვლევები წამოიწყო იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც არსებობს საქართველოში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების სარგებლისა და პერსპექტივების კუთხით და ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით" - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

თემატური მოკვლევების პროცესის დაგეგმვისა და ტექნიკური პირობების შემუშავების მიზნით, კომიტეტემა კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერითა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან თანამშრომლობით, წინანდალში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა.