ფინანსები
01/08/2022

ინტერვენციების მიუხედავად ლარი მყარდება

სებ-მა მიმოქცევაში 28 მლნ ლარამდე გაუშვა, სავალუტო აუქციონის მეშვეობით. 1-ელ აგვისტოს სებ-მა 10 მლნ დოლარი შეისყიდა (საშ.შეწ კურსი - $1/₾ 2.7514 შეადგინა).

სებ-მა წელს წინა აუქციონზეც $10 მლნ შეისყიდა, მაისის ბოლოს. მანამდე კი ბოლო შესყიდვა იყო, ჯერ კიდევ პანდემიამდე 2019-ის ივნისში.

პანდემიაში სისტემას პირიქით, ვალუტის ლიკვიდობის მიწოდება ესაჭიროებოდა, რასაც სებ-ის დონორების ჩარიცხვებით უზრუნველყოფდა.

ბლუმბერგის BMatch პლატფორმაზე სებ-ის შესყიდვის ტრანზაქციების გააქტიურებამდე, ბოლოს, მარტში მიწოდებული $50 მლნ-დან, სავალუტო აუქციონზე ბანკებმა მხოლოდ $39,7 მლნ შეისყიდეს.

მას შემდეგ (მაისი-ივლისის პერიოდი) კი სებ-მა სავალუტო აუქციონით და BMatch +2 კომპონენტით სისტემას 400 მლნ ლარზე მეტი ლიკვიდობა მიაწოდა. ამას დაემატა 1-ელ აგვისტოს სებ-ის $10 მილიონიანი შესყიდვის ტრანზაქციით მიმოქცევაში გაშვებული 27,5 მლნ ლარი.

სებ-ის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ინტერვენცია კურსთან დაკავშირებული არაა.  ფუნდამენტური ფაქტორებით (მიგრანტთა ნაკადის ზრდა და შესაბამისად გაზრდილი ვალუტის ნაკადი) წახალისებულ ლარის გამყარებას ინტერვენციები არ შეაჩერებს, და ვერც შეაჩერა დღეს ლარის გამყარება. მაგრამ როგორც საინვესტიციო ბანკირები ამბობენ, ლარის უფრო მეტად გამყარება შეაკავა.

 

ებ-ის

შესყიდვები

აუქციონზე

Bmatch-ზე

05/2022

10 000 000

21 250 000

06/2022

 

23 400 000

07/2022

 

>100 000 000°*

08/2022

10 000 000

 

წყარო: სებ-ი  °* მოიცავს კიდევ 2 კომპონენტს

ბოლო განახლებული ინფორმაციით, Bmatch-ზე სებ-ი ვალუტით 4 მისოსთან (მ.შ. კრისტალი, რიკო), 13 კომერციული ბანკთან,  3 არასაფინანსო კომპანიასთან  (ვისოლი, მაგთი, რომპეტროლი) და 2  ფონდთან  ( საპენსიო სააგენტო, Eaton Vance...) ვაჭრობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023