
HoReCa სესხები ისევ პრობლემდება
ბანკების სავალუტო სესხებში ყველაზე მეტი მოცულობის გაფუჭებულო კრედიტი სასტუმრო-სარესტორნე ბიზნესის პორტფელშია.
სებ-ის სტატისტიკით, H1/2023-ის მდგომარეობით, კაფე-რესტორნებისთვის ბანკების მიერ გაცემულ 152 მლნ ლარის (ექვივალენტი აშშ დოლარში) ქეისში 16,778 მლნ ლარის (11%) პრობლემური სესხებია და 10.2% -მდეა (78.2 მლნ ლარის) გაზრდილი სასტუმრო და ტურისტული ბიზნესის დოლარის პორტფელში, რომელიც H1/2023-ისთვის 766.5 მლნ ლარს შეადგენს (Q1/2023 - ₾716 მლნ; +7%Q.Q).
კვების ობიექტების დაკრედიტება წლიურად 14%-ით გაზრდილია. სასტუმრო და მთლიანად, ტურისტული ბიზნესის დაფინანსება კი შემცირებულია 5%-ით.
მ.შ. სასტუმრო/რესტორნების 20%-ით (Y.Y), 1,538 მლრდ ლარამდე. თუმცა კლება გარკვეულწილად ლარის გამყარების და ასევე საბაზისო ეფექტითაა. რადგან 2022/2021-ის ზრდა, შესაბამისად, 1,962 და 2.1 მლრდ ლარამდე, პოსტპანდემიური აქტივობის შედეგია, რაშიც სუბსიდირების წვლილიცაა. მცირე და საშ. ბიზნესის დაფინანსების ხელშეწყობის პროგრამა ამ გაზაფხულს დასრულდა და ნაშთი 40 მლნ ლარის ფარგლებშია.
სებ-ის სტატისტიკით, ბოლო საანგარიშო თვეში (ივნისში) მთლიანი დაკრედიტების ზრდა აჩქარდა 12.8%-დან წლიურ 13.5%-მდე (კურსის ეფექტის გამორიცხვით). მ.შ ადგილობრივ ვალუტაში +15.7%-მდე, უცხოურში +11.1%-მდე.