ფინანსები
30/03/2022

გვენეტაძე: სანქციების არიდების მიზნით, ქართული საბანკო სექტორის გამოყენებას გამოვრიცხავ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, სანქციების თავიდან არიდების მიზნით, თუ ვინმე ქართული საბანკო სექტორის გამოყენებას შეეცდება, ის უმკაცრესად დაისჯება.

კობა გვენეტაძის თქმით, საფინანსო ინსტიტუტები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის აღმოფხვრის ხელშეწყობის მიზნით საქართველოში არსებული კანონმდებლობის საფუძველზე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების დღიდან აქტიურად მოქმედებენ. 

"მიმდინარე კონფლიქტის ფონზე გაზრდილია რისკები არა მარტო იმ ქვეყნებში, სადაც ომი მიმდინარეობს, არამედ მთლიანად რეგიონში. თუმცა, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის აღმოფხვრის ხელშეწყობის მიზნით საქართველოში არსებული კანონმდებლობის საფუძველზე კომერციულ ბანკებს შემუშავებული აქვთ თავიანთი პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ასეთი რისკების მატერიალიზება არ მოხდეს. კონფლიქტის დაწყებისთანავე, როდესაც სანქციები გამოქვეყნდა, ეროვნულმა ბანკმა მისცა მითითება მის ზედამხევდელობის ქვეშ მყოფ სუბიექტებს, რომ დაეცვათ ის სანქციები, რომელიც აამოქმედა აშშ-მ, ინგლისმა და ევროკავშირმა. ეს ნიშნავს, რომ საბანკო სექტორი განუხრელად იცავს ამ სანქციებს. არანაირი საფუძელი არ არსებობს იმისთვის, რომ ასეთი ეჭვები გაჩნდეს. 

როგორც ბაზრის მონაწილეები, ასევე ეროვნული ბანკი განუხრელად იცავს იმ პრინციპებს, საერთაშორისო ნორმებსა და რეზოლუციებს, რაც საჭიროა გლობალური საფინანსო სისტემის ნაწილად ყოფნისთვის. ეროვნულ ბანკებს სანქციების შესრულების შესახებ მითითება დაუყოვნებლივ გაეგზავნათ. ამავე დროს ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს ცოცხალ რეჟიმში აქვთ წვდომა სანქცირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განახლებულ სიებზე. 

სანქციების დაცვა გულისხმობს არა მხოლოდ ურთიერთობის შეწყვეტას სანქცირებულ პირებთან, არამედ მათთვის სხვა პირების მიერ საბანკო სექტორის მეშვეობით სანქციების არიდების ხელშეწყობის აღმოფხვრას. ქართული საბანკო სექტორის სანქციების არიდების მიზნით გამოყენებას აბსოლუტურად გამოვრიცხავ. ასეთი მცდელობაც კი მომენტალურად გამოვლინდება და მას მოჰყვება უმკაცრესი შესაბამისი რეაგირება",- განაცხადა გვენეტაძემ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023