ფინანსები
30/03/2022

გვენეტაძე: საბანკო სისტემა შოკებს სებ-ის არაპოპულარული გადაწყვეტილებების შედეგად უმკლავდება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, საბანკო სექტორი რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე შექმნილ მძიმე ვითარებას გაუმკლავდება. 

კობა გვენეტაძის განცხადებით, სისტემამ პანდემიის შემდეგაც აქტივების ხარისხი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

"საბანკო სექტორმა პანდემიამდე არსებული ბუფერები თითქმის სრულად აღადგინა. მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა აქტივების ხარისხი, მდგრადია ბანკების საოპერაციო მომგებიანობა, სოლიდურია ლიკვიდობის ბუფერები. შესაბამისად, სისტემა მზად არის იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ამ გამოწვევასაც. მაგრამ ეს ყველაფერი არის იმის გამო, რომ ეროვნული ბანკი აკეთებს ყველაფერს, აანალიზებს სიტუაციას და დროულად იღებს გადაწყვეტილებას. ხშირ შემთხვევაში წინმსრწებ გადაწყვეტილებასაც იმისთვის, რომ ფინანსურ სტაბილურობას რისკები არ შეექმნას. 

მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკი არ მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებებს, მაშინ, როდესაც საჭიროა მათი მიღება, დაიწყება რისკების დაგროვება. ეს კი ფინანსურ სტაბილურობას შეუქმნის რისკს. იმის მიუხედავად, რომ ეს გადაწყვეტილებები არ არის პოპულარული, მათი მიღება აუცილებელია. ზუსტად ამ გადაწყვეტილებების შედეგად ახერხებს საბანკო სისტემა კარგად გაუმკლავდეს შოკებს. მეტიც, ის ზრდის ლოკომოტივად დარჩეს",- განაცხადა გვენეტაძემ.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023