ფინანსები
20/06/2022

გვენეტაძე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საზოგადოებას მაღალი ინფლაციის ტვირთი შევუმსუბუქოთ

პანდემია და რუსეთ-უკრაინის ომი - ამ ორ გამოწვევაზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და მსოფლიო ბანკმა ერთობლივ ღონისძიებაზე იმსჯელეს. საფინანსო ინსტიტუტმა 2022 წლის „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების” ანგარიში წარადგინა.

"ჩვენ ვხედავთ, რომ მაღალი ინფლაციის პრობლემა განვითარებულ ქვეყნებშიც მწვავედ დგას. დღეს ჩვენ ორი კრიზისის წინაშე ვდგავართ - პანდემია და ომი. პირველად მრავალი წლის განმავლობაში, ინფლაცია გახდა აშკარა საფრთხე მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის. საქართველოს, როგორც მცირე ზომის ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანას, არაერთ გამოწვევასთან ერთდროულად გამკლავება უწევს, რაც საბოლოო ჯამში ფასებზე აისახება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ. გამოწვევებზე საპასუხოდ, მისი თქმით, განმარტავს, რომ სებ-ის პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა გუნდმა გაატარა ადეკვატური ღონისძიებები. "სებ-ი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ტვირთი საზოგადოებას შევუმსუბუქოთ. რომ არა ეროვნული ბანკის თანმიმდევრული და დროული ნაბიჯები, რასაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს, დღეს გაცილებით უფრო ცუდ მდგომარეობაში ვიქნებოდით", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ანგარიშში მიმოხილულია ანგარიში მიუთითებს, თუ როგორი გავლენის მოხდენა შეუძლია სტაგფლაციას განვითარებად ქვეყნებზე. 70-იანი წლების სტაგფლაციის შემდგომ აღდგენას საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდა დასჭირდა წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფინანსური კრიზისების სერიაში მზარდი და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.

იქვე ნათქვამია როგორ აფერხებენ ენერგორესურსების ბაზრებზე ომით გამოწვეული შედეგები გლობალური ზრდის პერსპექტივას. უკრაინაში მიმდინარე ომმა ენერგორესურსებთან დაკავშირებული საქონლის ფართო სპექტრისთვის ფასების ზრდა განაპირობა. მაღალი ფასები ენერგორესურსებზე შეამცირებს რეალურ შემოსავალს, გაზრდის საწარმოო ხარჯებს, გაამკაცრებს ფინანსურ პირობებს და შეზღუდავს მაკროეკონომიკურ პოლიტიკას - განსაკუთრებით ენერგორესურსების იმპორტიორ ქვეყნებში.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023