ფინანსები
30/03/2022

გვენეტაძე IMF-ის პროგრამაზე: საჭიროების შემთხვევაში სესხის მოზიდვას მალევე მოვახერხებთ

"ბიზნესპარტნიორის" ინფორმაციით, ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყების შესახებ კვირის ბოლომდე განაცხადებს.

 

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლებთან მოლაპარაკებები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. ვფიქრობთ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ უკვე შევძლებთ ამ პროგრამის დაწყებას. ამ ეტაპზე სესხის აღების საჭიროება არ დგას. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მდგომარეობა ცვალებადია, არ არის გამორიცხული, რომ ეს აუცილებლობაც დადგეს. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა სესხება, ჩვენ ძალიან მალე მოვახერხებთ ამას. 

მაშინ, როდესაც პანდემია დაიწყო, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში ვიყავით. მაშინ საკმაოდ დიდი თანხების მობილიზება ძალიან მალევე მოხდა. IMF-ის პროგრამა ზუსტად ის ქოლგაა, რომელიც გაუთვალისწინებელი გამოწვევებისგან დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველო სსფ-სთან ახალი პროგრამის დაწყებაზე მოლაპარაკებებს უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებს. ფონდთან დაგეგმილია ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყება. სავალუტო ფონდის პროგრამის განახლებაზე სებ-ი კვირის ბოლომდე განაცხადებს.

თავდაპირველად მთავრობამ განმარტა, რომ პროგრამის ფარგლებში IMF-გან საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარს იტყოდა. პროგრამით არც ეროვნული ბანკის დაფინანსება იყო გათვალისწინებული, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე შეცვლილი ვითარების გამო დაფინანსება გათვალისწინებული იქნება ოპერატიულად. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023