გვანცა მურღვლიანი: თიბისის ამბიციაა, შევქმნათ ტექნოლოგიური ტალანტი
თიბისი ტექნოლოგიებს კიდევ უფრო მეტად ავითარებს.
ბანკის ადამიანური კაპიტალის მიმართულების უფროსი ამ სფეროში არსებულ პოტენციალზე საუბრობს.
„ჩვენი ამბიციაა, რომ შევქმნათ ტექნოლოგიური ტალანტი, რომელსაც არამხოლოდ თიბისი, არამედ სხვა კომპანიებიც გამოიყენებს, სწორედ ამიტომ ვავითარებთ IT აკადემიას და სხვადასხვა კურსით ვზრდით კვალიფიციურ ახალგაზრდებს. დღეს ტექნოლოგიები ის მიმართულებაა, სადაც ჩვენ ვხედავთ მომავალს და განვითარების უდიდეს პოტენციალს. მეორე მხრივ, 2019 წელს ეჯაილ ტრანსფორმაციით მიღებულმა გამოცდილებამ იმაშიც შეგვიწყო ხელი, რომ ამ რთულ პერიოდს კარგად გავუმკლავდით და დღეს უკვე სამუშაო ლოკაციის არჩევანის თავისუფლებას ვაძლევთ ჩვენს თანამშრომლებს - იმუშაონ, საიდანაც უნდათ,“- ამბობს გვანცა მურღვლიანი.
თიბისიმ უკვე განაცხადა, რომ წელს ტექნოლოგიურ პროექტებზე მომუშავე გუნდს 35%-ით გაზრდის, რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებით ამ მიმართულებაზე 200-მდე თანამშრომელს დაასაქმებს.
ისინი კომპანიაში ისეთ პოზიციებს დაიკავებენ, როგორიცაა iOS და Android დეველოპერი, Back-end და front-ent დეველოპერი, CJE (customer journey expert) - ციფრული სერვის ექსპერტი, სისტემის ანალიტიკოსი, UX და UI დიზაინერები და სხვა.
"აქ და ახლა კი, კომპანიში 7000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რომელთა საშუალო ასაკი 29 წელია. თიბისის ახალგაზრდა და ამბიციური გუნდის დამსახურებაა ის საერთაშორისო ექსპანიაც, რაც კომპანიამ განახორციელა - სულ მალე უზბეკეთში ტექნოლოგიურ პრინციპებზე დაფუძნებული, ახალი კონცეფციის ფილიალი გახსნება, ხოლო პირველი ქართული ნეობანკით Space-ით სარგებლობას გერმანიაში შეძლებენ", - - აცხადებენ ბანკში.