ფინანსები
22/06/2023

"გვაქვს იმედი, რომ საშუალოვადიან პერიოდში მივაღწევთ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს"

“გვაქვს იმედი, რომ საშუალოვადიან პერიოდში მივაღწევთ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს.”- ამის შესახებ ნათია თურნავამ საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ინფლაცია, განსაკუთრებით კი იმპორტირებული ინფლაცია დაღმავალია, რაშიც მისი თქმით, მკაცრმა მონეტარულმა პოლიტიკამ თავისი დადებითი როლი შეასრულა.

„მთავარი გამოწვევაა ვიზრუნოთ ფასების სტაბილურობაზე. ჩვენ კვლავაც ვიქნებით ძალიან ფრთხილად ამ კუთხით. მოგეხსენებათ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი წინა კომიტეტის სხდომაზე უცვლელად დავტოვეთ, იმიტომ რომ მეტი სიფრთხილე გვმართებს იმ გამოწვევების ფონზე, რაც გვაქვს.“-აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, საქართველოს საფინანსო სექტორი ძლიერია.

„მიუხედავად იმისა რომ დიდი გამოწვევების წინაშე იდგა ჩვენი საფინანსო სექტორი, სისტემამ დაამტკიცა სიძლიერე. შეინარჩუნა მაღალი საერთაშორისო რეიტინგები და ამაში დიდი როლი შეასრულა ეროვნული ბანკის ფრთხილმა პოლიტიკამ.“-აღნიშნა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, სებ-ში საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც საბჭოს წევრებმა ნათია თურნავა ხმათა უმრავლესობით პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი 5-მა წევრმა დაუჭირა. ორმა მათგანმა კი ამ გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023