ფინანსები
22/09/2020
GOGC-ი EBRD-ისგან მოზიდული რესურსით ევროობლიგაციების რეფინანსირებას გეგმავს
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას (GOGC) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 217 მლნ ევროს სესხს გამოუყოფს.
რესურსი 250 მლნ დოლარის კორპორატიული ევროობლიგაციების რეფინანსირებას მოხმარდება, რომლის ვადა 2021 წლის აპრილში გადის.
ევროპულმა ბანკმა კომპანიას თანხა COVID-19-ის საპასუხოდ გამოუყო, რამდენადაც პანდემიამ მნიშვნელოვანი შოკი გამოიწვია ფინანსურ ბაზრებზე, ასევე საქართველოში ეკონომიკურ ვარდნა.
EBRD-ი აცხადებს, რომ სესხი კომპანიას დაეხმარება ფულადი ნაკადების შემცირების დაძლევასა და ლიკვიდურობის შენარჩუნებაში.
შეგახსენებთ, რომ პანდემიამდე, კომპანია 300 მლნ დოლარის ბონდების ემისიას გეგმავდა, თუმცა საერთაშორისო ბაზრებზე არსებული რთული ვითარების გამო ტრანზაქცია გადაიდო.
GOGC-ის 100% -იანი წილის მფლობელი სს საპარტნიორო ფონდია.