გოგა მელიქიძე: საპენსიო აქტივების სარგებელი 2.3-ჯერ აღემატება წლიურ ინფლაციას
საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი აცხადებს, რომ საპენსიო აქტივების სარგებელი 2.3-ჯერ აღემატება წლიურ ინფლაციას.
"საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 11.1%-ში, რაც 2.3-ჯერ აღემატება ქვეყანაში მიმდინარე წლიური ინფლაციის მაჩვენებელს (აგვისტოს მდგომარეობით 4.8%), ხოლო 1.3-ჯერ აღემატება ლარის შემოსავლიანობის მაჩვენებელს,"- აცხადებს გოგა მელიქიძე.
საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, საპენსიო დანაზოგებს 79.5 მლნ-მდე სარგებელი.
8 სექტემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 447-მა ადამიანმა. საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით 211 მონაწილე, საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის გამო 1-მა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსის საფუძვლით - 186-მა, ხოლო მემკვიდრეობის უფლებით ისარგებლა - 49 პირმა.
როგორც საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და თვის მანძილზე საშუალოდ 9000-ზე მეტია.