ფინანსები
29/03/2022

Global Finance-მა საქართველოს ბანკი საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით, საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა.

ბანკები Global Finance-ის რედაქტორების მიერ, მსოფლიოს მასშტაბით კორპორაციულ ფინანსურ აღმასრულებლებთან, ბანკირებთან, საბანკო კონსულტანტებთან და ანალიტიკოსებთან კონსულტაციის საფუძველზე შეირჩნენ. გამარჯვებულების გამოსავლენად  გამოცემამ ბანკები 150-ზე მეტი ქვეყნიდან შეისწავლა.

“Best Bank Awards 2022”-ის ფარგლებში ის ბანკები დაჯილდოვდნენ, რომლებიც ყურადღებით აკვირდებოდნენ და აკმაყოფილებდნენ მომხმარებლების საჭიროებებს, აჩვენეს ძლიერი შედეგები და შექმნეს საფუძველი მომავალი წარმატებისთვის. საერთაშორისო გამოცემამ ბანკები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა: სტრატეგიული ურთიერთობები, ახალი ბიზნესის განვითარება, ინოვაციური პროდუქტები, აქტივების ზრდა, მომგებიანობა და სხვ.

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ფინანსური სამყარო და მისი კორპორატიული ლიდერები საბანკო ურთიერთობების არჩევისას ახალი გამოწვევების წინაშე დადგნენ. პანდემიით გამოწვეული სირთულეების შემდეგ ეს ცვლილებები გლობალურ კომერციულ ურთიერთობებზე ყურადღების გამახვილებას მოითხოვს. ჩვენი ჯილდოები კი მხარს უჭერს გადაწყვეტილების მიმღებებს საუკეთესო ფინანსური პარტნიორები აირჩიონ”, - განაცხადა Global Finance-ის სარედაქციო ხელმძღვანელმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ.

„საქართველოში საუკეთესო ბანკად დასახელება ჩვენთვის დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა. ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენი მომხმარებლების, ბიზნესის  წინაშე ვგრძნობთ და აქტიურად ვაგრძელებთ  მათ მოსმენას, რათა უკეთ გავიგოთ მათი საჭიროებები, გამოწვევები. რათა შევძლოთ საჭირო დროს, მათთვის საჭირო სერვისების და პროდუქტების შეთავაზება. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობით ქმნიან საქართველოში საუკეთესო ბანკს. ინოვაციური გადაწყვეტების შეთავაზებით ბანკი მომავალშიც გააგრძელებს მომხმარებლების სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული სიახლეების დანერგვას, იმისთვის, რომ ქვეყანაში კიდევ მეტი ახალი შესაძლებლობა გაჩნდეს და მეტმა ადამიანმა შეძლოს საკუთარი პოტენციალის უკეთ ათვისება“, - აცხადეს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023