ფინანსები
19/11/2021

Global Finance-მა საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ 3 კატეგორიაში დაასახელა

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ციფრული ბანკინგის 3 მიმართულებით მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა. აღნიშნული კატეგორიებია: ონლაინ მომსახურება ინვესტიციების სამართავად, პროდუქტების შეთავაზება ონლაინ, ონლაინ საკრედიტო მომსახურება.

„World's Best Digital Corporate/Institutional Banks 2021“ და „World's Best Digital Consumer Banks 2021“ ჯილდოს პირველი რაუნდის ფარგლებში, საქართველოს ბანკი უკვე გამოვლინდა საქართველოს და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საუკეთესოდ 11 კატეგორიაში. ხოლო მეორე რაუნდში, ბანკმა 3 კატეგორიაში პირველობა მსოფლიოს მასშტაბით მოიპოვა.

„საქართველოს ბანკი აგრძელებს ციფრული ინოვაციების კვალდაკვალ განვითარებას. ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია ვუსმინოთ მომხმარებლებს. სწორედ მათი  სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შევქმენით ის სერვისები თუ პროდუქტები, რომლებმაც მსოფლიო დონის აღიარება და გამარჯვება მოგვიტანა. მათ შორის: ონლაინ განვადების ფუნქციონალი; პერსონიზირებული საბანკო და არასაბანკო შეთავაზებები mBank-ში; ბიზნეს ინტერნეტბანკის განახლებული ფუნქციონალი და მრავალი სხვა. აღნიშნული ჯილდოები ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, ვინც ქმნის და მოიხმარს საქართველოს ბანკის ციფრულ პროდუქტებს. მადლობა მსოფლიოში საუკეთესო გუნდს და მადლობა ერთგულ მომხმარებელს, რომელიც გვირჩევს ჩვენ“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული ჯილდოს მოსაპოვებლად, ბანკები მონაწილეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით იღებდნენ. საქართველოს ბანკთან ერთად, გამარჯვებულებს შორის არიან ისეთი საერთაშორისო ბანკები, როგორიცაა: Citi, Eurobank, Sberbank, და სხვ. გამოცემამ ბანკებს ჯილდოები მსოფლიო დონის ჟიურის წევრების, Infosys -ის საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებზე დაყრდნობით მიანიჭა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022