ფინანსები
11/12/2020

“გლობალ ბენეფიტს ჯორჯიაში“ ყველა სერვისი ხელმისაწვდომია

„გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“  საკუთარ დაზღვეულებს როგორც ამბულატორიულ, ისე ჰოსპიტალური სერვისის ნაწილში შეუფერხებლად ემსახურება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ნინა კობახიძემ განუცხადა, კომპანია ანაზღაურებს დაზღვეულების სამედიცინო საჭიროებებს და არამხოლოდ სამედიცინოს.

“იმ კლინიკებში, რომელიც კოვიდის მართვაში არ არიან ჩართული და მიმდინარეობს სხვადასხვა გეგმიური თუ არაგეგმიური სამედიცინო მომსახურება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ხარჯებს ვანაზღაურებთ. ხალხი შეუფერხებლად იღებს მომსახურებას. ყველა სერვისი ხელმისაწვდომია“-აცხადებს ნინა კობახიძე.

შეგახსენებთ, ოქტომბრის ბოლოს სადაზღვევო ინდუსტრია რომ  COVID-19-ის მართვაში ჩაერთო. მაშინ  გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა სადაზღვევო კომპანიების სხვა სახელშეკრულებო  სერვისების მიწოდება ხარვეზებით მომხდარიყო.