ფინანსები
18/08/2020

GLC-ის ობლიგაციებზე 249 287 დოლარის გარიგება დაიდო

საფონდო ბირჟაზე საქართველოს სალიზინგო კომპანიის ობლიგაციებზე მსხვილი გარიგება დაიდო.

ბირჟაზე 249 287 დოლარის ფასიანი ქაღალდებით ივაჭრეს. ნომინალური ღირებულებით - 997,15 დოლარი.

2 გარიგების შედეგად 250 ობლიგაციაა გაყიდული.

კომპანიამ საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 მლნ-ის სამწლიანი ობლიგაციები 2018 წლის ივნისში განათავსა. წლიური საპროცენტო განაკვეთი 6.5%–ია (გადახდა ყოველ 6 თვეში)

Businesspartner