ფინანსები
09/09/2020

GLC-ის ფასიან ქაღალდებზე $105 419 დოლარის გარიგება დაიდო

საქართველოს სალიზინგო კომპანიის (GLC) ობლიგაციებზე მაღალი მოთხოვნაა.

საფონდო ბირჟაზე 3 გარიგების შედეგად 105 ობლიგაციაზე $105 419-ის გარიგება დაიდო. ნომინალური ღირებულებით - 1 003 დოლარი.

კომპანიამ საქართველოს საფონდო ბირჟაზე 10 მლნ-ის სამწლიანი ობლიგაციები 2019 წლის აგვისტოში განათავსა. წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.5%–ია (გადახდა ყოველ 6 თვეში).