ფინანსები
29/10/2020

გიორგი შაგიძემ თიბისის მმართველთა საბჭო დატოვა

გიორგი შაგიძემ თიბისი ბანკის მმართველი საბჭო დატოვა. დირექტორთა საბჭოში მას გიორგი მეგრელიშვილი ჩაანაცვლებს, რომელიც ფინანსურ დირექტორად უკვე დაინიშნა.

მეგრელიშვილი თიბისის გუნდს 2020 წლის მარტში შეურთდა ფინანსური დირექტორის მოადგილის რანგში. მანამდე ის ხელმძღვანელობდა კაპიტალის რისკების დეპარტამენტს Natwest Markets NV- ში (ამსტერდამი), მანამდე 11 წლის განმავლობაში მუშაობდა ლონდონში, Barclays Bank PLC- ში, სადაც სხვადასხვა წამყვანი პოზიცია  ეკავა.

რაც შეეხება გიორგი შაგიძეს, ის წლის ბოლომდე თიბისიში მრჩევლის პოზიციაში დარჩება, რათა ეს ცვლილება უმტკივნეულოდ განხორციელდეს. შაგიძე ქვეყნის წამყვან ბანკში 10 წელი მუშაობდა. ის გენერალური დირექტორის მოადგილედ 2010 წელს დაინიშნა.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023