ფინანსები
12/10/2020

გიორგი კაკაურიძე: საჯარო სექტორში შრომის ადეკვატური ანაზღაურება უნდა იყოს

თუ ჩვენ გვინდა გვყავდეს ნორმალური საჯარო სექტორი, აუცილებელია გვქონდეს მისი შრომის ადეკვატური  ანაზღაურება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო - რეგიონების“ სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს.

მისი თქმით, საჯარო სექტორში ადამიანთა შემცირების მოთხოვნის პარალელურად, უნდა დაისვას კითხვა არის თუ არა იმის რესურსი, რომ საჯარო სექტორში ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები შემცირდეს.

„საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების შემცირების რესურსი არ არის, ვინაიდან შესაძლოა, რამდენიმე ათასი ადამიანი გაუშვა სამსახურიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით ფული დაიზოგება. ეს რესურსი უნდა მიიმართოს იმ ადამიანების  შრომის ანაზღაურებაზე, ვინც მუშაობს საჯარო სექტორში და პატიოსნად აკეთებს  თავის საქმეს,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.