ფინანსები
23/05/2022

გიორგი კაკაურიძე: რუსეთიდან ფულადი გზავნილები 8.1 %-ით შემცირდა

2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 8%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მონაცემებს განიხილავენ. 

"პანდემიის დროს ფულადი გზავნილები არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა კიდეც. 2022 წლის პირველ კვარტალში შეადგინა 471 მლნ დოლარი, რაც 35 მლნ დოლარით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე", - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ. 

მისი ინფორმაციით, ფულადი გზავნილების მიხედვით პირველ ადგილზეა იტალია, საიდანაც აღნიშნულ პერიოდში შემოსულია 100 მლნ-ზე მეტი დოლარი, ამერიკიდან შემოსულია 65 მლნ დოლარი, ისრაელიდან 44 მლნ დოლარი, გერმანიიდან 29 მლნ დოლარი, საბერძნეთიდან 47 მლნ დოლარი, რუსეთიდან 56 მლნ დოლარი. 

"რუსეთიდან ფულადი გზავნილები 8.1%-ით არის შემცირებული", - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022