ფინანსები
29/11/2021

გიორგი ფარესიშვილი: ლარში საინვესტიციო კაპიტალზე ძალიან დიდი მოთხოვნაა

საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორის გიორგი ფარესიშვილის განცხადებით, საქართველოს საფონდო ბაზარზე ძალიან დიდი მოთხოვნა არის დამატებით საინვესტიციო კაპიტალზე, განსაკუთრებით ლარში.

მისი თქმით, ბევრი ქართული კერძო კომპანია ელოდება იმ დროს, როდესაც ლარში რესურსი იქნება უფრო ხელმისაწვდომი და იგულისხმება, რომ ეს არ იქნება მხოლოდ საბანკო სესხები, არამედ კომპანიები თავისუფლად შეძლებენ ობლიგაციების გამოშვებას, შემდეგ აქციების გამოშვებას და ეს ყველაფერი გაიყიდება ლარში.

ეს ფარესიშვილის თქმით, მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმ საინვესტიციო პოლიტიკაზე, რომელსაც განახორციელებს საქართველოს საპენსიო ფონდი. ამ ეტაპზე კი პრობლემას ძირითადად წარმოადგენს ის რომ საპენსიო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკა მკაცრად შეზღუდულია კანონით და რეგულაციებით.

„ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ სააგენტოს ხელ-ფეხი აქვს შეკრული, ბევრს ვერაფერს ყიდულობენ და ამიტომ არის რომ ფონდის 100%, თითქმის 2 მლრდ ლარი განთავსებულია საბანკო დეპოზიტებზე, სადეპოზიტო სერტიფიკატებში და მარტივად ქეშში დევს მთელი ეს ფული“, - აცხადებს ფარესიშვილი.

ფარესიშვილის თქმით, საპენსიო სააგენტო მუშაობს მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან, რათა ეს შეზღუდვები შერბილდეს და სააგენტოს ჰქონდეს მეტი მოქნილობა, რათა თავისი სახსრები განათავსოს ქართული კერძო კომპანიების მიერ გამოშვებულ როგორც ობლიგაციებში, ასევე, აქციებში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023