ფინანსები
15/03/2021

გიორგი ფაილოძემ საქართველოს ბანკი დატოვა

გიორგი ფაილოძემ „საქართველოს ბანკი“ დატოვა.

გენერალური დირექტორის მოადგილე, წაყვან ბანკში პოსტს თებერვლიდან დაემშვიდობა, თუმცა ცვლილებები ოფიციალურად მხოლოდ მარტში დარეგისტრირდა.

გიორგი ფაილოძე  „საქართველოს ბანკის“  გენერალური დირექტორის მოადგილედ კორპორაციული საბანკო საინვესტიციო საქმიანობის სფეროში 2019 წლის ივნისში დაინიშნა.

საქართველოს ბანკში მოსვლამდე გიორგი Evercore-ის - საბანკო საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანიის - ვიცე-პრეზიდენტი იყო. იგი მუშაობდა Evercore-ის ნიუ-იორკის (2015-2017) და ლონდონის (2017-2019 წლები) ოფისებში. Evercore-ში მისვლამდე გიორგი ფაილოძე ორი წელი მუშაობდა ნიუ-იორკში, Citigroup-ის კორპორაციულ და საბანკო საინვესტიციო დეპარტამენტში.

ფაილოძის წასვლასთან ერთად, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეებად ზურაბ ქოქოსაძე და ეთერ ირემაძე დაინიშნენ, რის შემდეგაც, არჩილ გაჩეჩილაძეს 7 მოადგილე ჰყავს.

ეთერ ირემაძემ „საქართველოს ბანკში“ კარიერა 2006 წელს დაიწყო, ზურაბ ქოქოსაძე  საქართველოს ბანკს 2003 წელს შეუერთდა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022