ღია ბანკინგში ჩართვის წესი - სებ-ი საჯარო განხილვებისთვის პრინციპებს აქვეყნებს
ღია ბანკინგის პირველი ეტაპი კომერციული ბანკებისთვის 2021 წლის 31 მარტიდან უკვე ხელმისაწვდომია.
სებ-მა გამოაქვეყნა საქართველოს ღია ბანკინგის სტანდარტის მოქმედი ვერსია
როგორც სებ-ში აცხადებენ, ღია ბანკინგის პროექტის შემდეგი ეტაპი არასაბანკო ინსტიტუტებისთვის წვდომის მინიჭებას ითვალისწინებს. არასაბანკო ინსტიტუტებს ღია ბანკინგში ჩასართავად გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ, რომელსაც ეროვნული ბანკი საჯარო განხილვისთვის აქვეყნებს იმ პრინციპების სახით, რომლებსაც დაეფუძნება ღია ბანკინგში ჩართვის წესი.
"პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა, რომელიც, სხვა მიმართულებებთან ერთად, ღია ბანკინგში ჩართვის წესის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებულ საკითხებსაც არეგულირებს. შესაბამისად, დოკუმენტი არ წარმოადგენს წესის ბოლო ვერსიას. იგი შეიძლება შეიცვალოს ან მთლიანად დაექვემდებაროს გადახედვას.
ეროვნული ბანკი მზად არის, დაინტერესებული მხარეებისგან მიიღოს კომენტარები 2021 წლის 21 მაისამდე, ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე - OB@nbg.gov.ge. პრინციპები, რომლებსაც დაეფუძნება ღია ბანკინგიში ჩართვის წესი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.
ეროვნულმა ბანკმა ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების და მასთან დაკავშირებული ბიზნესმოდელების აწყობის მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მათ შორისაა ფინანსური ინოვაციების ოფისი, ციფრული ბანკი, რეგულირების ლაბორატორია, ღია ბანკინგი და ა.შ.