ღია ბანკინგი ფინტექ ეკოსისტემის სწრაფი განვითარებისათვის - სებ-მა დისკუსია გამართა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინოვაციების ოფისის ინიციატივით ღია ბანკინგის თემაზე საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის პანელური დისკუსია გაიმართა.
სებ-ში აღნიშნავენ, რომ ღია ბანკინგი ფინტექ ეკოსისტემის სწრაფი განვითარებისათვის მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს ქმნის, რაც ფინანსურ სექტორში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვატორული მიდგომების განვითარებისა და საერთო სტანდარტების შექმნისათვისაა აუცილებელი.
პანელურ დისკუსიაზე სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ღნიშნა, რომ ღია ბანკინგი ახალ შესაძლებლობებს ქმნის როგორც ბანკებისათვის, ასევე ფინტექ კომპანიებისათვის.
პაპუნა ლეჟავამ ღია ბანკინგის განვითარებისთვის საერთო სტანდარტის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საერთო სტანდარტის დანერგვა დაინტერესებულ მხარეებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ინტეგრაციას, რაც ფინანსურ ორგანიზაციებსა ან/და ფინტექებს დაეხმარება მომხმარებელს შესთავაზონ მრავალფეროვანი პროდუქტი, არსებული პროდუქტის ღირებულება შეამცირონ ან/და მომხმარებელთა ცნობიერება გაზარდონ.
შეგახსენებთ, რომ სებ-მა და საქართველოს საბანკო ასოციაციამ 2020 წლის პირველ ნახევარში ღია ბანკინგის საერთო სტანდარტების შექმნაზე ერთობლივი მუშაობა დაიწყეს.