ფინანსები
27/07/2020

GHG-ის ღირებულება $100 მლნ-ზე დაბლა დაეცა

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ღირებულება 100 მილიონზე დაბლა დაეცა.

გასული კვირის ბოლოს კლინიკების და სააფთიაქო ქსელების მფლობელი კომპანია 98 მლნ დოლარი ღირდა. გასულ წელთან შედარებით, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ღირებულება 67%-ით, წლის დასაწყისიდან კი, 39%-ით არის შემცირებული.

გასულ კვირას, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 0.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -15.11% წინა კვირასთან შედარებით და -15.31% წინა თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 37 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 0.70 – 0.89 დიაპაზონში.

ლონდონში დალისტული ქართული კომპანიების აქციებზე ფასები იკლებს. 

4 კომპანიის ჯამური კაპტალიზაცია 1.066 მლრდ დოლარამდე შემცირდა. ფასები შემცირდა, როგორც საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციებზე (-9.15%), ასევე Georgia Capital-ის (CGEO LN) (-7.33%) და თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) (-2.63%) აქციებზეც.

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023