ფინანსები
11/03/2021

GHG-ი "ა" და "ბ" კლასის აქციების ემისიას გეგმავს

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” შვილობილ კომპანიებში „ა“ და „ბ“ კლასის აქციებს გამოუშვებს და მენეჯმენტს და თანამშრომლებს აქციებით წაახალისებს.

სადაზღვევო კომპანია იმედი L, „გეფა“ (ჯიპისი, ფარმადეპო) „ევექსის კლინიკების“ და „ევექსის ჰოსპიტალების“ გაცხადებული კაპიტალი „ა“ და „ბ“ კლასის აქციებად უკვე დაიყო.

„ა“ კლასის, ხმის უფლების აქციები კომპანიების არსებულ აქციონერებს გადაცემათ, მათ შორის, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს“, რაც შეეხება „ბ“ კლასის აქციებს, მათი ემისია გამიზნულია კომპანიის მენეჯმენტის ან თანამშრომელთა კომპენსაციის მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ „ა“ კლასის აქციათა არანაკლებ 50%-ის მფლობელსა და „ბ“ კლასის აქციონერებს შორის გაფორმდება შეთანხმების ან ოფციის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მაკონტროლებელი აქციონერი გამოისყიდის აქციებს, მაშინ ეს აქციები „ა“ კლასის აქციებად დაკონვერტირდება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022