ფოტო: getty/forbes.com
ფინანსები
19/04/2023

გერმანიიდან გადმორიცხვები 55%-ით გაზრდილია

მარტის $438.4 მლნ-ის ჩარიცხვებიდან, ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი, $160,6 მლნ-ის Unistream-ით გადმოირიცხა (03/2022 – $ 8.5 მლნ; +1 700%Y.Y).  

2022-ის ანალოგიურ პერიოდის მონაცემთან დიდი სხვაობა რუსეთის მიმართ, მისი უკრაინაში შეჭრისთანავე ამოქმედებულ  სანქციებს უკავშირდება. 

მაშინ რუსეთის სამეზობლოში (მოლდოვა, ბელარუსი, ყაზახეთი, უზბეკეთი...) მოქმედმა რამდენიმე ბანკმა, რუსული არხებით, მ.შ. Unistream -ით, ასევე Contact-ით და Zolotaia korona-თი ტრანსფერებისგან თავი შეიკავა.

03/2023-ის ჩარიცხვები სისტემების მიხედვით:

Unistream

 $ 160 617 900

Zolotaia korona

 $ 82 375 500

RIA

 $ 58 650 400

Western union

 $ 40 113 600

წყარო: სებ-ი

სებ-ის სტატისტიკით, ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩარიცხვები წლიურად (Y.Y) 21%-ით გაზრდილია, თუმცა მთლიან გადმორიცხვებში წილი 24%-მდეა შემცირებული (03/202 – 44.8%). ყველაზე მზარდი ნაკადი + 55%Y.Y გერმანიიიდანაა.

დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების 212%-იანი ზრდაა (ძირითადად რუსეთიდან 730%-იანი (Y.Y) მატების ხარჯზე).

გასულ წელს ანალოგიური პერიოდისთვის ევროკავშირის ქვეყნების კონტრიბუციაზე 44%-ზე მეტი მოდიოდა. რუსეთიდან კი წლევანდელი ზრდის საპირისპიროდ კლება იყო -16% (Y.Y). ამასთან რუსეთიდან ჩარიცხვების წილი იყო 14%-მდე, წლევანდელი 51%-ის საწინააღმდეგოდ. 

 

03/2023      

იტალია 

$ 43.4 მლნ 

საბერძნეთი

$ 19.6 მლნ

გერმანია

$ 17.6 მლნ

წყარო: სებ-ი

საქართველოს მსხვილი დონორია აშშ-ი, 36 მლნ აშშ დოლარის გადმორიცხვებით (+40.4 %Y.Y).

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023