Georgia Capital ინვესტორებს აპრილ-მაისის შთამბეჭდავ შედეგებზე ატყობინებს
ეკონომიკის გაჯანსაღება Georgia Capital-ის კომპანიებზე დადებითად აისახა - Georgia Capital-მა ინვესტორებს ძლიერი შედეგების მიღებაზე აუწყა.
ჰოლდინგის ცნობით, მისი პორტფელური კომპანიების ჯამური ამონაგები აპრილ-მაისში წლიურად 55%-ით გაიზარდა და 328 მლნ ლარი შეადგინა, რაც 33%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდსაც. EBITDA ამავე პერიოდში 73 მლნ ლარი იყო 123%-ით მეტი 2020 წლის ორ თვესა და 63%-ით მეტი 2019 წლის აპრილ-მაისთან შედარებით.
ჯანდაცვის სექტორში აპრილსა და მაისში თითო თვეში ამონაგებმა 33 მლნ ლარს გადააჭარბა და ჯამური ამონაგები 67 მლნ იყო, რაც 108%-იან წლიურ ზრდას აჩვენებს.
სააფთიაქო ბიზნესში ამონაგები 65 მლნ ლარი იყო, ზრდა 44%-ია.
კომუნალურ მომსახურებაში ამონაგები 34.2 მლნ ლარია, წლიური ზრდა 90%-ია. EBITDA ამ პერიოდში 22.1 მლნ ლარი იყო, 191%-ით მეტი წლიურ ჭრილში.
გაიზარდა შემოსავლები სხვა კომპანიებშიც.