ფინანსები
24/02/2021

Georgia Capital: ბიზნესი ადაპტირებულია, ეკონომიკური შესაძლებლობების დიაპაზონი ფართოა

Georgia Capital-ის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი გილაურის თქმით, 2020 წელი COVID-19 პანდემიის მნიშვნელოვანი გავლენის გამო რთული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ ამ მხრივ მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა და ქვეყანას ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონდა, პანდემიამ სწრაფად იმოქმედა საქართველოში არსებულ ბევრ ბიზნესზე და ქვეყნის მშპ მნიშვნელოვნად შემცირდა.

„პანდემიის საწინააღმდეგო ქარბუქის მიუხედავად, ჩვენი კაპიტალის უმეტესი ნაწილი თავდაცვით მრეწველობებსა და სექტორებს დაეთმო, Georgia Capital-მა დიდი გამძლეობა გამოავლინა და 2020 წლის ბოლოსთვის დიდი შედეგი მიიღო. ვაგრძელბეთ ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტების შესრულებას", – აღნიშნავს გილაური.

Georgia Capital–ის ანგარიშის მიხედვით, მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, შიდა ბალანსს მნიშვნელოვანი ფისკალური სტიმული და მონეტარული პირობები დაეხმარა, ხოლო საგარეო ბალანსი შენარჩუნებულია საგარეო დაფინანსების უზრუნველყოფით, რეკორდულად მაღალი ფულადი გზავნილების შემოდინებით და საქონლის სავაჭრო დეფიციტის შემცირებით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 4.3% იქნება, ხოლო საშუალოვადიანი ზრდის პროგნოზი 5.25%, რაც რეგიონში ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„საერთო ჯამში, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კომპანიების პორტფელის ზრდამ და მენეჯმენტმა, თუ რამდენად წარმატებით გაადალახეს მათ ეს რთული წელი. 2021 წელს ვხედავთ დადებით ფაქტორებს, რადგან ვაქცინაცია შეამცირებს პანდემიის გავლენას, ხოლო ბაზრები და ბიზნესი ადაპტირებულია ახალ გარემოში. შესაძლო ეკონომიკური შედეგების დიაპაზონი კვლავ ფართოა.

გვაქვს მაღალი ხარისხის, თავდაცვითი პორტფელი, მნიშვნელოვნად შემცირებული დამოკიდებულება ტურიზმის ნაკადებზე, მკაფიო და დადასტურებული მმართველობის მოდელი, ნიჭი და ძლიერი ფინანსური მოქნილობა. სამომავლოდ, ეს არის საფუძველი NAV-ის (წმინდა აქტივის ღირებულება აქციაზე) ზრდისთვის. ჩვენ განვაგრძობთ ფოკუსირებას ორ მკაფიო სტრატეგიულ პრიორიტეტზე მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს არის ერთი მსხვილი კერძო პორტფელის საინვესტიციო ღირებულების განსაზღვრა და ჩვენი სხვა ქვე-მასშტაბის კომპანიების პორტფოლიოს განკარგვა,“–აღნიშნავს ირაკლი გილაური, თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი.