ფინანსები
17/10/2023

გენერალურ აუდიტორს 2023 - 2024 წლის ბიუჯეტის პროექტებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტთან და 2023 წლის 8 თვის შესრულებათან დკავშირებით, დასკვნა წარადგინა.

გენერალური აუდიტორის, ცოტნე ყავლაშვილის განცხადებით, 2023 წლის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლების პარამეტრები შესაბამისობაშია დაგეგმილთან. არის გარკვეული პრობლემები შემოსულობების, ძირითადად კი, პრივატიზაციის ნაწილში. მისივე თქმით, ხარჯვით ნაწილშიც არის გარკვეული პროგრამები, სადაც შესრულების პროცენტული მაჩვენებლი საკმაოდ დაბალია.

რაც შეეხება 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად პროექტს, გენერალური აუდიტორის ცოტნე ყავლაშვილის თქმით, 2023 წლის ბიუჯეტის შეცვილილი პარამეტრები, დაედო საფუძვლად 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბაზისო ვერსიას. აუდიტის სამსახურის შენიშვნები და წინადადებები კი ძირითადად, სახელმწიფო საწარმოებს და მათთან დაკავშირებულ ფისკალურ რისკებს უკავშირდება.

„ფისკალური რისკების ნაწილში, მნიშვნელოვანია სახელმწიფო საწარმოების საკითხი. ჩვენ აქ გარკვეული წინანდებით შემოვედით, რომ საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს გარკვეული საკითხები. მაგალითად ის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია იმ საწარმოების ვალდებულებებთან, რომლებიც სახელწიფო სექტორად კლასიფიცირდება კანონმდებლობით. რაც შეეხება ვალის ნაწილს, პარამეტრებით მცირედით არის აცდენა სახელმწიფო ვალის სტრატეგიასთან და როდესაც საბოლოო ვარიანტი წარდგება, მნიშვნელოვანია, რომ განახლდეს სახელმწიფო ვალის სტრატეგია.  სხვა საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შენიშვნები არ გვაქვს. აუდიტის სამსახურს მიაჩნია, რომ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარმოდგენილია კანონმდებლობის შესაბამისად  და შესაძლებელია გაგრძელდეს მუშაობა შემდეგ ვარიანტებზე“ - განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა საფინასნო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

Businesspartner