
GCAP-ის ემისია სათბური ემისიების 20%-ით შემცირების ხელშეწყობისთვისაა
„გამოწვევებით აღსავსე გლობალური საკრედიტო ბაზრების მიუხედავად, ჩვენ წარმატებით შევაფასეთ მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული ობლიგაციების უდიდესი შეთავაზება საქართველოში ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების მხარდაჭერის პირობებში, - განაცხადა სს „საქართველოს კაპიტალის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა, $ 150 მილიონიან ემისიაზე, რომელიც კავკასიის რეგიონში უმსხვილესია და სადაც $10 მილიონიანი დაბანდებით,IFC სტრატეგიული ინვესტoria.
გილაურის თქმით, IFC-ის მიერ მხარდაჭერილი ეს ემისია გადამწყვეტია საქართველოს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის.
მისივე თქმით: „ობლიგაციებზე მოთხოვნა საქართველოს კაპიტალის ბაზრის სწრაფ განვითარებაზე მიუთითებს, რომელიც მალე გახდება სს „საქართველოს კაპიტალის" და მთლიანად ჯგუფის პორტფელში შემავალი კომპანიებისთვის კაპიტალის მნიშვნელოვანი ალტერნატიული წყარო.
„საქართველოს კაპიტალი" სხვადასხვა, მათ შორის, საბანკო, საცალო ფარმაცევტულ, დაზღვევის და განახლებადი ენერგიის სექტორებში დივერსიფიცირებული პორტფელის მქონე ადგილობრივი საინვესტიციო ჰოლდინგია.
მოსალოდნელია, რომ ეს ტრანზაქცია ხელს შეუწყობს „საქართველოს კაპიტალს" და მის პორტფელში შემავალ კომპანიებს, რომ 2027 წლისთვის სათბურის აირების ემისია 20 პროცენტით შეამცირონ.