ფინანსები
05/04/2023

"გაზარდე შენი ბიზნესი" – რა შესაძლებლობას აძლევს ლიბერთი მცირე და საშუალო კომპანიებს

შეხვედრები რეგიონებში და გამოცდილების გაზიარება მცირე და საშუალო მწარმოებლებისთვის - ლიბერთი კომპანიებს ბიზნესის გაზრდის შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ასე ქვია კამპანიასაც - „გაზარდე შენი ბიზნესი“ და მის ფარგლებში ლიბერთი პარტნიორებთან ერთად სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის არსებულ შესაძლებლობებზე ცოდნასა და პრაქტიკას მეწარმეებს უზიარებს.

ბანკში მიიჩნევენ, რომ ბიზნესთან დიალოგი ყოველთვის კარგი ფორმატია, ის ქმნის მეწარმეებთან ახლოს მისვლის და ამავდროულად ლოკალურად აგრო და ბიზნეს კომპანიების საჭიროებების შესწავლის შესაძლებლობას. ამავდროულად მნიშვნელოვანია მეწარმეებისთვის გამოცდილების გაზიარება და პროგრამის მხარდაჭერი პარტნიორების გაცნობაც.

„ლიბერთი ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესი ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და ბანკი ყოველთვის მიმართულია, რომ მცირე მეწარმეებს კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ჰქონდეთ. აქცია „გაზარდე შენი ბიზნესი“ სწორედ ამ მისიას ემსახურება და ჩვენი მიზანია მეწარმეებს მივცეთ მეტი ხელშეწყობა, საშუალება და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა თავისი ბიზნესის გასავითარებლად. იქიდან გამომდინარე, რომ მარტიდან აგროსეზონია და მცირე მეწარმეებისთვის ყველაზე აქტიური პერიოდი იწყება, ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვაქტიურობთ და მათ ვეხმარებით, რომ ჰქონდეთ ხელშეწყობა ფულად რესურსებზე“, - განაცხადა ირაკლი აბაშიძემ გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2-ზე“.

ლიბერთის ბიზნესის მხარდაჭერა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ბანკი ახალგაზრდა მეწარმეობის განვითარებაშიც აქტიურად არის ჩართული, მათ შორისაა პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE). საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპის გამარჯვებულები უკვე გამოვლენილია და ბენეფიციარებმა ჯილდოებიც მიიღეს.

ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებული RDYE პროექტის ფარგლებში რეგიონებში სულ 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა, თავად პროექტს კი საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps-ი ლიბერთი ბანკის და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ახალგაზრდა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაც მოაწყვეს და RDYE პროექტის ერთკვირიანი ინტენსიური ბიზნეს გადამზადების სასწავლო BET პროგრამაც გაიარეს, პროგრამის ფარგლებში კი მათ ბიზნეს გეგმებიც მოამზადეს.

როგორც გადაცემაში "ბიზნესი რუსთავი 2-ზე" ,,ლიბერთი ბანკის” მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ ირაკლი აბაშიძემ განაცხადა, პროექტი 3-წლიანია და 18 მუნიციპალიტეტს მოიცავს. მისივე თქმით, ლიბერთიმ პროექტში ჩართვაზე გადაწყვეტილება მისი მასშტაბებიდან გამომდინარე მიიღო, რამდენადაც პროექტი იძლევა შესაძლებლობას ბანკმა საკუთარი ცოდნა ახალგაზრდა მეწარმეებს გაუზიაროს, დაეხმაროს მათ საკუთარი იდეების განხორციელებაში როგორც ცოდნით, ასევე ფინანსურად, რაც რეგიონს ეკონომიკურად კიდევ უფრო გააძლიერებს.

"საინტერესო პროექტია, სწორედ ამიტომ ჩაერთო ლიბერთი ბანკი. ეს არის 3 წლიანი პროექტი. პროექტში რეგისტრაცია დაახლოებით 2000-მა ადამიანმა გაიარა. შემდეგ ეტაპზე კი 700 ახალგაზრდა გადავიდა, მათგან ბიზნესის მართვის ინტენსიური კურსი კი 300-მა ახალგაზრდამ გაიარა.

მაღალი კონკურენციის პირობებში 15-მა იდეამ გაიმარჯვა და დაფინანსდება, თუმცა, ვფიქრობ ყველა მონაწილე არის გამარჯვებული! მართალია ყველა მონაწილემ გრანტი ვერ მიიღო, მაგრამ პროექტის მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა, განათლება და სტიმული იმისთვის, რომ ამ აქტივობაში კიდევ უფრო მეტად ჩაერთონ, წამოიწყონ თავისი მცირე ბიზნესები და განავითარონ რეგიონი, სადაც ისინი ცხოვრობენ და საქმიანობენ. საინტერესოა ასაკობრივი ზღვარიც, ესენი არიან 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაში საკმაოდ დიდ აქტივობას ქმნიან. პროექტში გამარჯვებული 15 ახალგაზრდა მეწარმესაც, რომელსაც გრანტი გადაეცემა, დიდი შანსი და შესაძლებლობა მიეცათ განახორციელონ საკუთარი იდეეები", - განაცხადა ირაკლი აბაშიძემ.

ირაკლი აბაშიძე აღნიშნავს, რომ ლიბერთის როლი არ მთავრდება მხოლოდ გამარჯვებულების გამოვლენით, ერთი წლის განმავლობაში ლიბერთი ბანკი "მერსი ქორფსის" გუნდთან ერთად 15 ახალგაზრდა მეწარმეს გაუწევს მონიტორინგს, თუ როგორ ვითარდება ის ბიზნესი, რომლებსაც გრანტი გადაეცათ. "ეს იქნება ყოველკვირეული, ყოველთვიური მონიტორინგი, თუ როგორ მიდის ბიზნესი და ჩვენი ჩართულობით ისინი შეძლებენ კიდევ უფრო კარგად წარმართონ საკუთარი ბიზნესი", - ამბობს "ლიბერთი ბანკის” მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილე.

პროექტი ახლა მეორე ეტაპზე გადავიდა, რეგისტრაცია ახალ რაუნდზე უკვე დაწყებულია და მეორე ნაკადის გამარჯვებულები მაისში გამოვლინდებიან.

ბანკის წარმომადგენლები ახალგაზრდებს აქტიურობისკენ და პროექტის ფარგლებში ბიზნესის განსავითარებლად უნიკალური (გრანტის მოპოვებისა და კარგ ფინანსურ განათლებაზე ხელმწისაწვდომობა) შესაძლებლობების გამოყენებისკენ მოუწოდებენ.

 

Businesspartner