ფინანსები
21/03/2023

"გაორმაგებული გზავნილები"- საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ფულად გზავნილებზე აქცია დაიწყო

საქართველოს ბანკი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბანკი, ახალი აქციების შეთავაზებით მომხმარებლის წახალისებას ცდილობს. ამჯერად ბანკმა საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალი აქცია - „გაორმაგებული გზავნილები“ დაიწყო.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი, რომელიც აქციის მოქმედების პერიოდში საერთაშორისო ფულად გზავნილს მობილბანკში მიიღებს და მის მიერ განაღდებული გზავნილი რიგითობით მე-10 000 აღმოჩნდება, საჩუქრად თანხის ერთმაგ ოდენობას მიიღებს, თუმცა თანხა საერთო ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 3 000 ლარს. მაგალითად, თუ მომხმარებელი მობილბანკის მეშვეობით 300 $-ს გაანაღდებს, რომელიც მე-10 000 აღმოჩნდება, ის გაორმაგებულ თანხას, ანუ  ჯამში 600 $-ს მიიღებს (ექვივალენტს ლარში) ხოლო, 4 000 $-ის შემთხვევაში ანგარიშზე 3 000 ლარი ჩაერიცხება.

საერთაშორისო ფულადი გზავნილების განაღდებასთან დაკავშირებულ აქციაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოში ფულადი გზავნილის მიმღებ პირებს, რომლებიც გზავნილს საქართველოს ბანკის მობილბანკში გაანაღდებენ.

„საქართველოს ბანკი მომხმარებლებს  ახალ და საინტერესო აქციებს სთავაზობს.  ამჯერად ის, ვინც საერთაშორისო ფულადი გზავნილით ისარგებლებს და თანხას საქართველოს ბანკის მობილბანკში  გაანაღდებს, საჩუქრის სახით გზავნილის ერთმაგ ოდენობას მიიღებს. საჩუქარი ყოველ კვირაში ერთხელ, ერთ იღბლიან მომხმარებელს, მობილბანკში გზავნილის განაღდების დღესვე დაერიცხება. აქციის ფარგლებში საჩუქრის გადაცემისას, მომხარებლის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა განხორციელდება იმ შემთხვევაშიც, თუ მის სახელზე ან ანგარიშზე დავალიანება ფიქსირდება. აქციის ფარგლებში, გაორმაგებული გზავნილის მიმღები  შესაბამის SMS-ს გზავნილის განაღდების შემდეგ, მომენტალურად მიიღებს“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

ცნობისთვის, აქცია 18 ივნისამდე გაგრძელდება და მის ფარგლებში გაორმაგებული თანხის მიღება მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაცია აქციის პირობების შესახებ იხილეთ ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023