
ფინანსები
11/08/2023
განვადებებში პრობლემური სესხები გაიზარდა
პრობლემური სესხების წილი განვადებებშიც შემცირდა, წლიურად. თუმცა, 6 თვეში, წლის დასაწყისიდან ზრდა აღინიშნება. სებ-ის ინფორმაციით, პირველი ივლისისთვის (H1/2023) 4.6%-ია. განვადებებში 19.9 მლნ ლარის კრედიტებია გაპრობლემებული.
წლის დასაწყისში მთლიანი პორტფელი 381 მლნ ლარს შეადგენდა, მ.შ.უიმედო კი 8 მლნ ლარს (2.1%).
უმოქმედო სესხები (განვადება)
H1/2022 | H1/2023 | |
5,3% | 4.6% | |
GEL | 21 225 798 | 19 930 635 |
როგორც იცით, უმოქმედო სესხები (არასტანდარტული, საეჭვო, უიმედო) 100%-მდე სარეზერვო ნორმით რეზერვდება.
თუმცა სექტორი ანგარიშგების საერთაშორისო სისტემაზე (IFRS) გადადის, რაც დარეზერვების სქემას ცლის და ბანკებს შესაძლო დანაკარგების ბუფერის, უფრო ნაკლები მოცულობით შექმნა მოუწევს.