ფინანსები
04/04/2023

განათლების დაკრედიტება ბანკებისთვის სულ უფრო არაპრიორიტეტული ხდება

ბანკებისთვის ყველაზე მიმზიდველი მშენებლობის დაკრედიტება რჩება, 16.7%-იანი წლური (Y.Y) ზრდით. მრეწველობის დაკრედიტება კი 22%-ით (Y.Y) შემცირებულია, 3.9 მლრდ ლარამდე.

სებ-ის სტატისტიკით, მარტის მდგომარეობით (01.03.2023) ბიზნესდაკრედიტებაში (19.7 მლრდ ლარი) მშენებლობის პორტფელის (₾3.5 მლრდ)  წილი 17.8%-ია (01.03.2022 -14.7% ).

სამი წამყვანი დარგის, ვაჭრობა/მშენებლობა/მრეწველობის ჯამური წილი კი, 01.03.2023-ისთვის 58.4 %-ია, თითქმის შარშანდელის ანალოგიური  (01.03.2022 – 58.3%). მინიმალური ცვლილება მრეწველობის პორტფელის კლების ხარჯზეა.

ბანკის საკრედიტო რესურსი ყველაზე მცირე მოცულობით, განათლების სფეროზე მოდის, სულ, 247 მლნ ლარის (01.03.2022 – 255 მლნ ლარი ).

ბიზნესესხები დარგობრივ ჭრილში (000 ₾)

- დარგი-

01.03.2023

01.03.2022

ვაჭრობა

4 066 523

3 898 692

მრეწველობა

3 865 132

4 968 327

მშენებლობა

3 544 692

3 030 077

სასტუმრ/რესტორნ

1 514 317

2 170 191

განათლება

   246 762

   254 706

წყარო: სებ-ი და ბანკები

 

Businesspartner