ფინანსები
09/08/2022

განათლების დაფინანსება ბანკებისთვის ნაკლებად პრიორიტეტული რჩება

ბანკებისთვის ყველაზე მიმზიდველი მშენებლობის დაკრედიტება რჩება. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით პორტფელი გაორმაგებულია, 100%-იანი ზრდაა. გარკვეული წვლილი 2-რაუნდიან სუბსიდირების პროგრამამაც შეიტანა, თუმცა კრიზისისას, პანდემიის იქნება თუ ომის, ბაზარს მსგავსი ქცევა ახასიათებს. მაღალი საინვესტიციო ღირებულების აქტივში დაბანდება მეტ-ნაკლებად ყველაზე უსაფრთხოდ და სარფიანად მიიჩნევა.

H1/2022-ისთვის ბიზნესდაკრედიტებაში (₾ 20,2 მლრდ) მშენებლობის დარგის დაკრედიტების წილი 15%-მდეა. ვაჭრობა/მშენებლობა/მრეწველობის კი 58.4%-ია (H1/2021 – 58.3%; H1/2019 – 59%)

ბანკის საკრედიტო რესურსი ყველაზე მცირე მოცულობით, განათლების სფეროზე მოდის, სულ, 234 მლნ ლარის (H1/2021- ₾230 მლნ; H1/2019 -₾ 155 მლნ).

----დარგი--------

 H1/2022

H1/2019

მლრდ ₾

მლრდ ₾

განათლება

0.234

0.155

მრეწველობა

4 855 326

3 399 572

ვაჭრობა

3 873 013

2 905 866

მშენებლობა

3 070 638

1 511 270

სასტუმრო/რესტორანი

1 962 069

1 173 752

წყარო: კომერციული ბანკები

Businesspartner