ფინანსები
12/08/2021

Galt&Taggart: წელს ლარის კურსი 3.1-3.2-ის ნიშნულის ფარგლებში იქნება

Galt&Taggart-ი ლარის გაჯანსაღებას, ეკონომიკის აღდგენის ფონზე მკაცრი მონეტარულ პოლიტიკასა და ტურიზმის გამოცოცხლებას უკავშირებს.

საინვესტიციო კომპანიის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ლარმა აღიდგინა წონასწორობა და 2021 წლის მაისიდან დღემდე დოლართან მიმართებაში 5.2%-ით გამყარდა, დოლართან 3.1-იან ნიშნულზე.

"2021 წლის მეორე ნახევარში სავალუტო ბაზარზე მკვეთრ მერყეობას არ ველით და ვფიქრობთ, ამ პერიოდში ლარი 3.1-3.2-იან ნიშნულზე იქნება დოლართან", - ნათქვამია Galt&Taggart-ის მიმოხილვაში.

იქვე საინვესტიციო კომპანია განმარტავს, რომ მკვეთრი არასტაბილურობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი მზადაა სავალუტო ბაზარზე ჩარევისთვის, რაც ხელს შეუწყობს ინფლაციის მაჩვენებლის მოთოკვას.

Galt&Taggart-ი ეროვნული ვალუტის გაძლიერების პოტენციალსაც ხედავს და აღნიშნავს, რომ 2022 წლიდან მოსალოდნელია ტურიზმის აღდგენაც (2021 წელს ტურიზმის 2019 წლის 36%-მდე აღდგენის პროგნოზია).

Businesspartner