Galt&Taggart: საფონდო ბირჟებზე ინვესტორები წარმატებით ყიდულობენ ქართული კომპანიების რისკს
დღეს ძალიან დაწეულია პროცენტები საფონდო ბაზარზე და ინვესტორები ეძებენ საინვესტიციო ფასიან ქაღალდებს, - „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველი პარტნიორი ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ ინვესტორთა დაინტერესებაზე აცხადებს.
„საქართველოს რკინიგზის“ მიერ „მწვანე ბონდების“ წარმატებით გამოშვების შემდეგ, საინვესტიციო ბანკებში მიიჩნევენ, რომ შემდეგი ნაბიჯია მეტი ქართული კომპანიის მომზადება საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად.
„უცხოელი ინვესტორები წარმატებით ყიდულობენ დღევანდელ „ქართულ რისკს და ქართული კომპანიების რისკს“. შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს, მაქსიმალურად სწრაფად მოვამზადოთ სხვა ქართული კომპანიები, რომ დროულად შეძლოს ამ ბაზარზე გასვლა, რათა ინვეტორების ეს ინტერესი დავაკმაყოფილოთ. ამ განთავსების შემდეგაც გვქონდა შეხვედრა რამდენიმე დიდ ფონდთან, რომლებიც გვეკითხებიან: რა იქნება შემდეგი, რას ველოდოთ საქართველოდან?“, - განაცხადა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა პარტნიორმა ოთარ შარიქაძემ.
მისი თქმით, ინვესტორებს სჭრიდებათ სამომავლო გეგები, რომ იცოდნენ, რა განთავსებები იქნება სამომავლოდ.
„არის ინვესტორთა მზაობა, რომ განიხილონ ლარში დენომინირებული ევროობლიგაციების შეძენაც. საკმაოდ პოზიტიური პერიოდი მოდის. ცალსახად ვხედავთ, რომ ბენჩმარკი დაბალი გვაქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ახალი ფასიანი ქაღალდი დადარდება ბენჩმარკს. საუბარი იქნება სუვერენულსა და რკინიგზის ევროობლიგაციასთან შედარებით რამდენად რისკიანია ესა თუ ის ფასიანი ქაღალდი. როდესაც ნიშნული დაბალი გაქვს ეს საწინდარია იმის, რომ ალბათ დაბალ პროცენტში მოხდება სამომავლო განთავსებებიც“, - აღნიშნა ოთარ შარიქაძემ.