ფინანსები
21/07/2021

გალტ ენდ თაგარტმა 2021 წლის I ნახევარი 2,4-ჯერ გაზრდილი მოგებით დაასრულა

გალტ ენდ თაგარტმა I კვარტალში საკომისიო შემოსავლის სახით 2,25 მლნ ლარი მიიღო.

საინვესტიციო ბანკმა და საბროკერო კომპანიამ ფინანსური მაჩვენებლები გაასაჯაროვა. კომპანიას საკომისიოდან შემოსავალი 632.4 ათასით აქვს გაზრდილი.

იანვარ-მარტში წმინდა მოგება კი, 2.4-ჯერ არის გაზრდილი და 622.2 მლნ ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ გალტ ენდ თაგარტის აქტივები 65.2 მლნ ლარი, ვალდებულებები კი, 52.9 მლნ ლარია.

კომპანია ახორციელებს საბროკერო, საინვესტიციო-საბანკო, საკონსულტაციო და აქტივების მართვის მომსახურეობებს. ასევე, ახორციელებს ფინანსური აგენტის მომსახურებას, სასესხო ფასიანი ქაღალდებისა და ჩვეულებრივი აქციების კერძო და საჯარო განთავსებებს, საკონსულტაციო მომსახურებას კორპორაციული რესტრუქტურირების პროცესში, შერწყმისა და გაყოფის ტრანზაქციებში.

 

 

Businesspartner